როგორ აღვზარდოთ ბავშვი? – დედა ტერეზას 9 რჩევა
ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ კარგად იცის, როგორ აღზარდოს საკუთარი შვილი; მაგრამ მაინც ხშირად უჩნდებათ კითხვები,როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ბავშვთან მიმართებაში.მიუხედავად იმისა, რომ დედა ტერეზას არ
ჰყოლია საკუთარი შვილები, ის ბევრი ობოლი,მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვის
მშობელი გახდა.
დედა ტერეზას რჩევები მშობლებს:
1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს,სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი. ამას თუ შვილს პატარაობიდან ჩაუნერგავთ, ის მართლაც ასეთად გაიზრდება.

2.
ნუ შეაშინებთ ბავშვს პოლიციით, ურჩხულებით, მგლებითა და ბუებით. ეს მათ არც გააკეთილშობილებს
და არც დააჭკვიანებს.
3.
გაზარდეთ თქვენი პირმშო თქვენ მიერ მიცემული კარგი მაგალითებით. ბავშვებს საერთოდ არ
აინტერესებთ თქვენი რცევები და ნოტაციები. ისინი ხედავენ მშობლის ქცევებს და არ ესმით
მათი სიტყვები.
4.
ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ღირსეული თქვენი შვილის თვალში. არ გამოააშკარაოთ თქვენი
სისუსტეები და უარყოფითი მხარეები მის წინაშე. როცა ბავშვები მშობლის სუსტ მხარეებს
ხედავენ, ისინი განიცდიან და თვლიან, რომ არ ჰყავთ ცხოვრებაში დასაყრდენი.
5. ნუ იჩხუბებთ ბავშვების თანდასწრებით. ყოველი ბავშვი
თავს პატარად და დაუცველად მიიჩნევს, ამიტომაც მას სჭირდება ავტორიტეტი და დაცვა, გვერდში
დგომა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც და თუ ბავშვი ესწრება ჩხუბს, ტყუილსა
და უსამართლობას, მაშინ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს. ეს ხშირად ბევრი ოჯახური
თუ საზოგადოებრივი ტრაგედიის მიზეზი ხდება.
6.
არასოდეს
გამოიყენოთ
ბავშვზე
ძალა.
უკიდურეს
შემთხვევაში
(თუკი
მან
ეს
მართლაც
დაიმსახურა),
შეგიძლიათ
მოსცხოთ
უკანალზე,
მაგრამ
არა
ძლიერად!
არასოდეს
დასაჯოთ
ის,
როცა
გაბრაზებული
ხართ.
მის
მეხსიერებაში
დატოვებთ
სიძულვილისა
და
ბოროტების
შთაბეჭდილებას
და
არა
სამართლიანობის.
თუ
მაინც
დასჯაზე
მიდგება
საქმე,
აგრძნობინეთ
მას
სამართლიანობა.
7. არასოდეს დაანახოთ ბავშვს გაბრაზებული, გაბოროტებული სახე. მან შეიძლება უცებ დაივიწყოს, ტაკოზე რომ მოარტყით, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს ბოროტებითა და სიძულვილით სავსე გამოხედვას. ბავშვი იმიტომ კი არ უნდა დასაჯოთ, რომ თქვენ მოთმინება არ გეყოთ, არამედ იმიტომ, რომ ბავშვს დაანახოთ, რომ არსებობს წესები (მისივი საკეთილდღეოდ), რომლების დაცვაც აუცილებელია.
8. ბავშვი ყოველთვის და ყველაფერში უნდა ენდობოდეს მშობელს და ემორჩილებოდეს კიდეც მას - ეს არის მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი წესი.
9. დაბოლოს, ყველაზე მთავარი – ეს მშობლების სიყვარულია და ბავშვის ინტერესების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ასევე, სიმშვიდე ოჯახში და არანაირი ფიზიკური დასჯა.
გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც ის არის: თავისი კაპრიზებით, არასწორი საქციელითა და პატარ-პატარა ურჩობებით.

მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგია:
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება
საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების
აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების
გაცნობა, სირთულეთა წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს, მშობლებსა
და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა
პრობლემების მოგვარებაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში
მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი - სადამრიგებლო კლასთან საათის
ჩატარება.
მშობელთა ჩართულობა
მნიშვნელოვანია, მშობელთა მაღალი მოლოდინები პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლის
მიღწევებზე. ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების
მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში.
მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს და
დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ. ეს
შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის
დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების
რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო
ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან.
მშობელთა ჩართულობის
გეგმა:
მშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებ
სხვადასხვა მეთოდს:
·
რეგულარულად მოვიწვევ მშობელთა კრებებს;
· ეფექტური და
ხშირი კომუნიკაციისთვის, მათი შვილების
აკადემიური თუ დისციპლინური მდგომარეობის შესახებ ინდივიდუალურად ინფორმირებისა და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულობის მიზნით ვაპირებ შევქმნა ჩემი
კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის ჯგუფი სოციალურ ქსელში ( ამ საკითხს გადავჭრი მას
შემდეგ, რაც სწავლის დაწყების პირველივე დღეებში გავარკვევ, რამდენად მიუწვდებათ
მშობლებს ხელი ტექნოლოგიებთან, ან აქვთ თუ არა საკუთარი ანგარიში სოც. ქსელში).
·
ხშირად შევაფასებინებ მოსწავლეებს
საკუთარ თავს და წარვუდგენ
მშობლებს;
· ხშირად დავაკვირდები
მოსწავლეებს, ვაწარმოებ ჩანაწერების
დღიურს და რეგულარულად გავაცნობ მშობლებს
ინდივიდუალურად, მივცემ მათ რეკომენდაციებს
მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
· მთელი წლის
მანძილზე მოვიწვევ მშობლებს მოსწავლეების მიერ საკუთარი ნამუშევრების, მიღწევების მშობლების
წინაშე წარდგენისას პროექტებისა თუ სხვა
აქტივობების დროს;
ჩავატარებ საჭიროებათა კვლევას (გამოკითხვას) მოსწავლეებსა და მშობლებში,
განვიხილავ
მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილებას (წესები, შეფასების სისტემა, დავალებების
ტიპები);

No comments:
Post a Comment