კლასის
ხელმძღვანელის პროგრამა
Vდ კლასი
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება
საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების
აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, სირთულეთა
წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს
შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების მოგვარებაში,
საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით
კი - სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, მშობელთა მაღალი მოლოდინები პოზიტიურ
გავლენას ახდენს მოსწავლის მიღწევებზე. ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი
მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო
პროცესში.
მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს და
დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ. ეს
შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის
დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი
შესაძლებლობების რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ
ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან.
მშობელთა ჩართულობის
გეგმა:
მშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებ
სხვადასხვა მეთოდს:
·
რეგულარულად მოვიწვევ მშობელთა
კრებებს;
·
ეფექტური და ხშირი კომუნიკაციისთვის, მათი შვილების აკადემიური თუ
დისციპლინური მდგომარეობის შესახებ ინდივიდუალურად ინფორმირებისა და დაგეგმილი ღონისძიებების
შესახებ ინფორმირებულობის მიზნით ვაპირებ შევქმნა ჩემი კლასის მოსწავლეთა
მშობლებისთვის ჯგუფი სოციალურ ქსელში ( ამ საკითხს გადავჭრი მას შემდეგ, რაც
სწავლის დაწყების პირველივე დღეებში გავარკვევ, რამდენად მიუწვდებათ მშობლებს ხელი
ტექნოლოგიებთან, ან აქვთ თუ არა საკუთარი ანგარიში სოც. ქსელში).
·
ხშირად შევაფასებინებ მოსწავლეებს საკუთარ
თავს და წარვუდგენ მშობლებს;
·
ხშირად დავაკვირდები
მოსწავლეებს, ვაწარმოებ ჩანაწერების
დღიურს და რეგულარულად გავაცნობ მშობლებს
ინდივიდუალურად, მივცემ მათ რეკომენდაციებს
მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
·
მთელი წლის
მანძილზე მოვიწვევ მშობლებს მოსწავლეების მიერ საკუთარი ნამუშევრების, მიღწევების მშობლების
წინაშე წარდგენისას პროექტებისა თუ სხვა
აქტივობების დროს;
·
ჩავატარებ
საჭიროებათა კვლევას (გამოკითხვას) მოსწავლეებსა და მშობლებში, განვიხილავ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილებას (წესები,
შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
სადამრიგებლო
საათი
დამრიგებელს, თავისი მოვალეობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირი და
ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და
აღმზრდელია. საგნობრივ მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი მოსწავლეებს
ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს მათ
ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ
დამოკიდებულებებს.
სადამრიგებლო
საათი განსაკუთრებული დროა მოსწავლეთათვის, ის განსხვავდება დანარჩენი სასწავლო პროცესისაგან.
აქ მოსწავლეები ღებულობენ ახალ შთაბეჭდილებებს, სოციალურ გამოცდილებას და მეტად გახსნილად
საუბრობენ საკუთარ განცდებსა და ინტერესებზე.
მოსწავლემ
სადამრიგებლო საათის ფარგლებში არამხოლოდ გარკვეული ცოდნა უნდა შეიძინოს, არამედ განივითაროს
ღირსეული მოქალაქისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები.
ესგ-ის მიხედვით
დამრიგებელმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა
იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:
Ø
პიროვნული და მორალური განვითარება;
Ø
გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
Ø
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
Ø
უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
Ø
მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
Ø
თვალსაწიერის გაფართოება.“;
(ე.ს.გ)
სადამრიგებლო
საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
·
აღზრდის მთლიანობა - პიროვნების
განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი.
სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის
აღზრდაა;
·
შემოქმედი, აქტიური პიროვნების
აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და
შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და
ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და
შესაძლებლობების გამოსავლენად სათანადოპირობების შექმნაა;
·
მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა- მოსწავლეებისთვის
პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობის განვითარება აუცილებელია.
საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები)
დაგეგმვისას დამრიგებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა
ჩართულობა, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი ინტერესები. ამგვარი ჩართულობა
მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების
უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას;
·
თანამშრომლობის პრინციპი-დამრიგებლის
ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა
და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო
ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო
პირობების შექმნისკენ;
·
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების
დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა
მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების
გაცნობიერებასა და დაცვაში.
დამრიგებლის მუშაობის მეთოდები:
მთელი წლის მანძილზე სადამრიგებლო საათის პროგრამაში გამოვიყენებ სწავლის სხვადასხვა
მეთოდს: დისკუსია, გონებრივი იერიში, როლური თამაშები, დიდაქტიკური ზღაპრების
განხილვა, ფილმის ჩვენება და განხილვა,
ლაშქრობა, ექსკურსია.
გარდა იმის რომ, დავგეგეგმავ
სადამრიგებლო საათის პროგრამას, კლასში დავდგამ "სურვილების ყუთს",
სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე
მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა
საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ამ შემთხვევაში მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით ცვლილებებს შევიტან დაგეგმილი შეხვედრის თემაში. (სკოლა ხომ ,,ცოცხალი ორგანიზმია“ და
ზუსტი დაგეგმვა შეუძლებელია)
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების
შემუშავება. ამ წესების ფორმულირებას მოვახდენ პირველივე შეხვედრაზე. ავუხსნი
მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის
გამოთქმის უფლება. არ დავუშვებ შეხვედრებზე ვინმეს განსჯსას: საუბრისას
განვიხილავ საქციელს, შემთხვე-ვებს და არა პიროვნებას.
ყოველი სადამრიგებლო საათის ბოლოს მოვახდენ მოსწავლეებისგან უკუკავშირის
მიღებას: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო?
რა მოეწონათ და რა - არა?
ეს დამეხმარება შემდგომი
შეხვედრები უფრო ეფექტიანად დავგეგმო.
კლასის საათის პროგრამა:
Ø სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლეთა
უფლება-მოვალეობების გაცნობა და კლასში სადამრიგებლო საათის მიმდინარეობისას
აუცილებელი წესების შემუშავება;
Ø ფილმის ჩვენება ტოლერანტობაზე და ანალიზი;
Ø ლაშქრობა ბუნებაში და საუბარი თემაზე ,,მე და
გარემო“
Ø პრეზენტაცია-დისკუსია პირად ჰიგიენაზე, სასარგებლო
საკვებზე;
Ø სპორტული ღონისძიება ,,მხიარული სტარტები“;
Ø პროექტი თემაზე: ,,ჩემი ხატია სამშობლო“;
Ø პრეზენტაცია თემაზე : ,,გამოჩენილი
ადამიანები“;
Ø წაკითხული
შემეცნებითი ზღაპრის ანალიზი;
Ø ტექნოლოგიების გამოყენებით რესურსის შექმნა თემაზე: ,,ჩემი საყვარელი გმირი“;
Ø ექსკურსია (მოსწავლეთა ინტერესების
გათვალისწინებით. დავაკონკრეტებ მას შემდეგ, რაც კარგად გავიცნობ მათ)
Vდ კლასის
დამრიგებელი მაია თათეშვილი
2014-2015 სასწავლო წელი